Nokia 1680 classic - Nokia 1680 classic მომხმარებლის სახელმძღვანელო

background image

სახელმძღვანელო

9208071

გამოცემა 1

background image

განაცხადი შესაბამისობის შესახებ

წინამდებარე დოკუმენტით Nokia Corporation
აცხადებს, რომ RM-394 პროდუქტი
აკმაყოფილებს აუცილებელ მოთხოვნებს და
სხვა შესაბამის დებულებებს, რომლებიც

მოცემულია 1999/5/EC დირექტივაში. შესაბამისობის შესახებ
განაცხადის ასლი შეგიძლიათ იხილოთ მისამართზე: http://
www.nokia.com/phones/declaration_of_conformity/.
© 2008 Nokia. ყველა უფლება დაცულია.
Nokia, Nokia Connecting People, და Navi წარმოადგენს Nokia Corporation-
ის სასაქონლო ნიშნებს, ან რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშნებს. Nokia
tune არის Nokia Corporation-ის ბგერითი ნიშანი. პროდუქტისა და
კომპანიის აქ ნახსენები სხვა სახელები შეიძლება იყოს მათი
მფლობელების სასაქონლო ნიშნები ან სავაჭრო სახელები.
მთელი ამ დოკუმენტის, ან მისი ნაწილის რეპროდუქცია, გადაგზავნა,
გავრცელება, ან შენახვა ნებისმიერი ფორმით აკრძალულია Nokia-ს
წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
US Patent No 5818437 and other pending patents. T9 text input software
Copyright © 1997-200 . Tegic Communications, Inc. All rights reserved.

Includes RSA BSAFE cryptographic or security protocol software from

RSA Security.

8

background image

Java and all Java-based marks are trademarks or registered

trademarks of Sun Microsystems, Inc.
This product is licensed under the MPEG-4 Visual Patent Portfolio License (i)
for personal and noncommercial use in connection with information which has
been encoded in compliance with the MPEG-4 Visual Standard by a
consumer engaged in a personal and noncommercial activity and (ii) for use
in connection with MPEG-4 video provided by a licensed video provider. No
license is granted or shall be implied for any other use. Additional information,
including that related to promotional, internal, and commercial uses, may be
obtained from MPEG LA, LLC. See http://www.mpegla.com.
ეს პროდუქტი ლიცენზირებულია MPEG-4 Visual Patent Portfolio License-
ის თანახმად (1) პერსონალური და არაკომერციული
გამოყენებისათვის, იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც
ჩადებულია MPEG-4 Visual Standard-ის შესაბამისად, მომხმარებლის
პერსონალური და არაკომერციული საქმიანობისთვის და (2) MPEG-4
ვიდეოსთან დაკავშირებული მოხმარებისათვის, რომელიც
უზრუნველყოფილია ლიცენზირებული ვიდეოს პროვაიდერის მიერ.
არავითარი ლიცენზია არ გაიცემა და არ გამოიყენება რაიმე სხვა
მიზნით. დამატებითი ინფორმაციისთვის, მათ შორის დამხმარე, შიდა
და კომერციულ გამოყენებასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ
მიმართოთ MPEG LA, LLC-ს. იხ.: http://www.mpegla.com.
Nokia ახორციელებს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებულ
პოლიტიკას. Nokia უფლებას იტოვებს შეიტანოს ცვლილებები და
გაუმჯობესებები ამ დოკუმენტში აღწერილ ნებისმიერ პროდუქტში,
წინასწარი შეტყობინების გარეშე.

background image

მოქმედი სამართლის მაქსიმალურად დაცვით, Nokia ან მისი
რომელიმე ლიცენზიარი არავითარ პირობებში არ არიან
პასუხისმგებელნი რაიმე მონაცემის ან შემოსავლის დაკარგვაზე, ან
რაიმე ფაქტიურად დამდგარ, შედეგობრივ ან არაპირდაპირ ზიანზე,
რასაც კი შეიძლება ადგილი ჰქონდეს.
ამ დოკუმენტის შინაარსი მოცემულია ისე, ”როგორც არის”. თუ
მოქმედი სამართლით არ არის სხვაგვარად გათვალისწინებული,
არავითარი სხვა გარანტია, არც მითითებული და არც ნაგულისხმევი,
მათ შორის სასაქონლო ფორმასთან და კონკრეტული გამოყენების
მხრივ ვარგისიანობასთან დაკავშირებული ნაგულისხმევი
გარანტიები, და არა მხოლოდ ეს გარანტიები, არ გაიცემა წინამდებარე
დოკუმენტის სიზუსტესთან, საიმედოობასა და შინაარსთან
დაკავშირებით. Nokia უფლებას იტოვებს გადასინჯოს ეს დოკუმენტი,
ან გააუქმოს იგი ნებისმიერ დროს, წინასწარი შეტყობინების გარეშე.
ცალკეულ პროდუქტებზე, მათთვის შექმნილ პროგრამებზე და
მომსახურებებზე ხელმისაწვდომობა შეიძლება იცვლებოდეს
რეგიონის მიხედვით. დეტალებისა და ენობრივი
შესაძლებლობებისთვის მიმართეთ Nokia-ს ადგილობრივ დილერს.
ექსპორტის კონტროლი
ეს მოწყობილობა შეიძლება შეიცავდეს საქონელს, ტექნოლოგიას ან
პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც განხილულია აშშ-ს ან სხვა
ქვეყნის ექსპორტთან დაკავშირებულ კანონში და კანონქვემდებარე
აქტში. კანონის საწინააღმდეგოდ მოქმედება აკრძალულია.
თქვენი მოწყობილობით მოწოდებული, მესამე მხარის პროგრამების
შემქმნელი და მფლობელი შეიძლება იყოს პირები და ორგანიზაციები,
რომლებიც არ არიან Nokia-სთან აფილირებულნი ან სხვაგვარად
დაკავშირებული. Nokia-ს არა აქვს საავტორო ან ინტელექტუალური
საკუთრების უფლება მესამე პირის პროგრამებზე. Nokia, როგორც
ასეთი, საბოლოო მომხმარებლის წინაშე არ არის პასუხისმგებელი

background image

ისეთ საკითხებზე, როგორიცაა დახმარება, პროგრამების გამართული
მუშაობა, ან მათში მოცემული ინფორმაცია. Nokia არ იძლევა რაიმე
გარანტიას მესამე მხარის პროგრამებთან დაკავშირებით.
ამ პროგრამების გამოყენების დროს შეგნებული უნდა გქონდეთ, რომ
პროგრამები არ არის დაცული არანაირი გარანტიით, არც პირდაპირ
მითითებულით და არც ნაგულისხმევით, მოქმედი სამართლით
დაშვებულ ფარგლებში. გარდა ამისა, თქვენ აცნობიერებთ, რომ არც
Nokia და არც მასთან აფილირებული პირები არ გასცემენ არანაირ
გარანტიებს, არც პირდაპირ მითითებულს და არც ნაგულისხმებს, მათ
შორის დაკავშირებულს სახელწოდებასთან, სასაქონლო ფორმასთან
ან კონკრეტული გამოყენებისთვის ვარგისიანობასთან, ან იმასთან,
რომ ეს პროგრამები არ გამოიწვევს რომელიმე მესამე მხარის
საპატენტო, საავტორო, სასაქონლო ნიშნებთან დაკავშირებული, ან
სხვა უფლებების დარღვევას.
FCC/”კანადის ინდუსტრიის” შენიშვნა
თქვენმა მოწყობილობამ შეიძლება გამოიწვიოს სატელევიზიო და
რადიო ტალღების ზედდება (მაგალითად, როდესაც ტელეფონს
იყენებთ ტალღების მიმღებ მოწყობილობასთან ახლო მანძილზე). FCC-
მ ან Industry Canada-მ შეიძლება მოგთხოვოთ ტელეფონის
გამოყენების შეწყვეტა, თუ ტალღების ამგვარი ზედდების აცილება
სხვაგვარად შეუძლებელია. დახმარების საჭიროების შემთხვევაში
მიმართეთ ადგილობრივი მომსახურების პუნქტს. ეს მოწყობილობა
შესაბამისობაშია FCC-ს წესების მე-15 თავთან. ექსპლუატაციის დროს
გათვალისწინებული უნდა იქნას შემდეგი ორი პირობა: (1) ამ
მოწყობილობამ ხელი არ უნდა შეუშალოს სხვა მოწყობილობის
მუშაობას და (2) ამ მოწყობილობამ უნდა მიიღოს ტალღების
ნებისმიერი ზედდება, მაშინაც კი, თუ ეს მისი მუშაობის შეფერხებას
იწვევს. ნებისმიერი ცვლილების შეტანის ან მოდიფიცირების გამო,
რომელიც სპეციალურად არ არის დაშვებული Nokia-ს მხრიდან,

background image

შესაძლებელია მომხმარებელს ჩამოერთვას ამ მოწყობილობის
გამოყენების უფლება.
9208071/გამოცემა 1