ზარის გაგზავნა და მიღება
ზარის განსახორციელებლად აკრიფეთ ტელეფონის
ნომერი. თუ საჭიროა, დაურთეთ ქვეყნის ან
რეგიონის კოდი. ზარის განსახორციელებლად
დააჭირეთ დარეკვის ღილაკს. საუბრის დროს
ყურმილში ან გარნიტურაში ხმის ასაწევად
დააჭირეთ მარჯვნივ გადახვევის ღილაკს, ხოლო
ხმის დასაწევად - მარცხნივ გადახვევის ღილაკს.
შემომავალ ზარზე საპასუხოდ დააჭირეთ დარეკვის
ღილაკს. შემოსული ზარის უპასუხოდ გასათიშად,
დააჭირეთ გათიშვის ღილაკს.