იცით რა უნდა მოიმოქმედოთ, თუ თქვენი
ელემენტი არ აღმოჩნდა ორიგინალური
წარმოშობის?
თუ ვერ დაადასტურებთ, რომ Nokia-ს კვების
ელემენტი იარლიყზე ჰოლოგრამული
გამოსახულებით არ არის Nokia-ს ნამდვილი
ელემენტი, გთხოვთ არ გამოიყენოთ იგი. წაიღეთ
ინფორმაცია კვების ელემენტის შესახებ
© 2008 Nokia. ყველა უფლება დაცულია.
62
იგი Nokia-ს უახლოეს ოფიციალურ მომსახურების
პუნქტში ან სააგენტოში, სადაც დაგეხმარებიან.
მწარმოებლის მიერ დაწუნებული კვების
ელემენტის გამოყენება შეიძლება საშიში აღმოჩნდეს
და გამოიწვიოს მოწყობილობისა და მისი
დამატებების მუშაობის გაუარესება და დაზიანება.
ეს ასევე შეიძლება გახდეს მოწყობილობისათვის
გაცემული ნებისმიერი ლიცენზიისა თუ გარანტიის
შეწყვეტის საბაბი.
Nokia-ს კვების ელემენტების ნამდვილობის შესახებ
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ საიტს:
www.nokia.com/battery.
ინფორმაცია კვების ელემენტის შესახებ
© 2008 Nokia. ყველა უფლება დაცულია.
63
მოვლა და ტექნიკური
მომსახურება
თქვენი მოწყობილობა წარმოადგენს უმაღლესი
დიზაინის მქონე და ოსტატურად დამუშავებულ
პროდუქტს, რასაც ფაქიზი მოპყრობა სჭირდება.
შემდეგი რჩევები დაგეხმარებათ საგარანტიო
ხელშეკრულების დაცვაში.
● არ დაასველოთ მოწყობილობა. ატმოსფერული
ნალექი, სინესტე და ყველა სახის სითხე თუ
ნესტი შეიძლება შეიცავდეს მინერალებს,
რომლებიც იწვევს ელექტროსქემების დაჟანგვას.
თუ მოწყობილობა დაგისველდათ, მოხსენით
კვების ელემენტი და ხელახლა გაუკეთეთ, მას
შემდეგ რაც აპარატი მთლიანად გაშრება.
● არ გამოიყენოთ და არ შეინახოთ მოწყობილობა
მტვრიან და ჭუჭყიან ადგილებში. მისი მოძრავი