მულტიმედიური წერილები და მულტიმედია
პლუს წერილები
მულტიმედიური წერილი (MMS) შეიძლება
შეიცავდეს ტექსტს, სურათებს, ხმოვან და ვიდეო
კლიპებს. მულტიმედია პლუს წერილი შეიძლება
ასევე შეიცავდეს სხვა ნებისმიერ შინაარსს, თქვენი
ტელეფონის მიერ გამოუყენებელ ფაილებსაც კი.
მხოლოდ თავსებადი ფუნქციების მქონე
მოწყობილობებს შეუძლია მულტიმედიური
წერილების მიღება და გახსნა. წერილის გარეგნული
ფორმა შეიძლება განსხვავდებოდეს მიმღები
მოწყობილობის მიხედვით.
უკაბელო ქსელმა შეიძლება შეზღუდოს MMS
წერილების ზომა. თუ ჩასმული სურათი აჭარბებს
დასაშვებ ზომას, მოწყობილობამ შეიძლება ისე
დააპატარაოს იგი, რომ შესაძლებელი გახდეს მისი
MMS-ით გაგზავნა.
მნიშვნელოვანია: სიფრთხილე გმართებთ
წერილების გახსნის დროს. წერილები შეიძლება
შეიცავდეს მავნე პროგრამას, ან შეიძლება
სხვაგვარად დააზიანოს თქვენი მოწყობილობა ან
კომპიუტერი.
დაუკავშირდით თქვენი სერვისის პროვაიდერს და
გაიგეთ შეგიძლიათ თუ არა მულტიმედიური
წერილების სერვისით (MMS) სარგებლობა. ასევე
მიმოწერა
© 2008 Nokia. ყველა უფლება დაცულია.
31
შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ კონფიგურაციის
პარამეტრები.
იხ.: ”Nokia-ს დახმარების
ცენტრი,” გვ. 17.