ტექსტის შეტანა კარნახით
ტექსტის კარნახით შეტანა დამყარებულია წინასწარ
ჩაშენებული ლექსიკონის გამოყენებაზე, სადაც
ახალი სიტყვების დამატებაც შეგიძლიათ.
1. დაიწყეთ სიტყვის წერა 2-დან 9-მდე ღილაკების
გამოყენებით. ერთი ასოსთვის მხოლოდ ერთხელ
უნდა დააჭიროთ ღილაკს.
2. თუ გსურთ ნაჩვენები სიტყვის დადასტურება,
დააჭირეთ ღილაკს 0.
● თუ სიტყვა არ არის სწორი, განმეორებით
დააჭირეთ ღილაკს * და შეარჩიეთ სიტყვა
სიიდან.
● თუ თქვენს მიერ დაწერილი სიტყვის შემდეგ
გამოჩნდება ”?” ნიშანი, ეს სიტყვა არ არის
ლექსიკონში. ლექსიკონში სიტყვის
დასამატებლად აირჩიეთ მარლთ. დაწერეთ
სიტყვა ტექსტის შეტანის ტრადიციული
მეთოდით და აირჩიეთ შენახ.
● შედგენილი სიტყვების დასაწერად, ჯერ
სიტყვის პირველი ნაწილი შეიტანეთ და მის
დასადასტურებლად მარჯვნივ დააჭირეთ
გადახვევის ღილაკს. დაწერეთ სიტყვის მეორე
ნაწილი და დაადასტურეთ სიტყვა.
3. დაიწყეთ შემდეგი სიტყვის წერა.
ტექსტის შედგენა
© 2008 Nokia. ყველა უფლება დაცულია.
28